Archive for the '1. ისტორია' Category

01
აგვისტო
09

ალექსანდრე ნონეშვილი: CIVITAS ROMANA და იბერიის სამეფოს ნობილიტეტი

 CIVITAS ROMANA და იბერიის სამეფოს ნობილიტეტი

 სამეხდერო ექსპანსიის განხორციელების შემდეგ, რომის იმპერია, იმ სახელმწიფოებისაგან, რომლებიც სხვადასხვა გარემოებების გამო არ შედიოდნენ უშუალოდ იმპერიის საზღვრებში, ქმნიდნენ ვასალური და ნახევრად ვასალური სახელმწიფოების სისტემას. როგორც წესი ამ ტიპის სახელმწიფოები უზრუნვლეყოფდნენ იმპერიის განაპირა საზღვრების უსაფრთხოებას, ე.ი. ქმნიდნენ ბუფერულ ზონებს იმპერიის უშუალო საზღვრებსა და გარე, ბარბაროსულ სამყაროს შორის. ამ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნებოდა იბერიის სამეფოც. ბუნებრივია, რომაელებს იბერიაში სჭირდებოდათ ადგილობრივ მოსახლეობაში საიმედო დასაყრდენი, რომელთა მეშვეობითაც ისინი სტაბილურად შეინარჩუნებდნენ და გააძლიერებდნენ თავის გავლენას ქვეყნის შიგნით. ამგვარ დასაყრდენს რომაელები იბერიის მმართველ წრეებსა და მონათმფლობელურ არისტოკრატიას – ნობილიტეტს შორის ეძებდნენ. რომი ამგვარ მოკავშირეებზე ავრცელებდა წახალისებისა და გადმობირების მთელ სისტემას, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საპატიო ჯილდო რომის მოქალაქეობის მინიჭება იყო. უცხოელი მეფეები თუ დიდებულები რომის იმპერიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის იმპერატორისაგან ან მაღალი სახელმწიფო უფლებამოსილებით შემკული რომაელისაგან იღებდნენ რომის მოქალაქეობასა და გვარს, რაც გამორჩეულ პატივად ითვლებოდა. პირველმა რომის ისტორიაში მეფეს რომის მოქალაქეობა უბოძა იულიუს კეისარმა.1

Continue reading ‘ალექსანდრე ნონეშვილი: CIVITAS ROMANA და იბერიის სამეფოს ნობილიტეტი’

20
ივლ
09

ალექსანდრე ნონეშვილი: ახ. წ. I ს. მეორე ნახევრის რომის იმპერიისა და იბერიის სამეფოს ურთიერთობები

რომის იმპერიისა და იბერიის სამეფოს ურთიერთობები

როგორც ცნობილია, ახ. წ. 69 წლის სისხლიანი სამოქალაქო ომი, რომელმაც ძირფესვიანად შეარყია უზარმაზარი რომის იმპერია და, რომელმაც ზედიზედ სამი იმპერატორის სიცოცხლე შეიწირა 69 წლის 1 ივლისს, იუდეაში რომაული არმიის სარდლის ტიტუს ფლავიუს ვესპასიანეს იმპერატორად გამოცხადებით დამთავრდა.

Continue reading ‘ალექსანდრე ნონეშვილი: ახ. წ. I ს. მეორე ნახევრის რომის იმპერიისა და იბერიის სამეფოს ურთიერთობები’

12
ივნ
09

ალექსანდრე ნონეშვილი: რომაულ-ქართული ურთიერთობანი ახ.წ. I ს-ის II ნახევარში

რომაულ-ქართული ურთიერთობანი(PDF)

რომის სახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შავი ფურცელი ახ.წ. 69 წელს ჩაიწერა. სამოქალაქო ომმა _ სისხლიანმა ბრძოლამ, რომელიც იმ ხანად მძვინვარებდა, ძირფესვიანად შეარყია უზარმაზარი ზეიმპერია ატლანტიკის ოკეანის სანაპიროებიდან სირიისა და მცირე აზიის პროვინციებამდე.

Continue reading ‘ალექსანდრე ნონეშვილი: რომაულ-ქართული ურთიერთობანი ახ.წ. I ს-ის II ნახევარში’

26
მარ
09

ალექსანდრე ნონეშვილი: რომაულ-კოლხური ურთიერთობანი ახ.წ. I-IV სს.

რომაულ-კოლხური ურთიერთობანი(PDF)

როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველო  _ ისტორიული კოლხეთი ანუ ეგრისი, რომის სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების სფეროში ძვ.წ. I საუკუნის მეორე ნახევარში მოექცა. ეს ინტერესები კოლხეთის მიმართ, რომსა და პონტოს სამეფოს შორის, აზიაში გაბატონებისთვის ბრძოლის ფონზე წარმოიშვა. მითრიდატე VI ევპატორმა ჯარის ნაწილები ჩააყენა არა მარტო კოლხეთის ზღვისპირა ციხე-სიმაგრეებში (დიოსოკურია-ეშერა)ნ არამედ ქვეყნის შიდა, ცენტრალურ ქალაქებშიც (სურიუმი-ვანი), რაც ახალი არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება. უშუალო სამხედრო ექსპანსია რომაელებმა კოლხების წინააღმდეგ პონტოს სამეფოსთან მესამე, უკანასკნელი ომის დასკვნით ეტაპზე განახორციელეს.

Continue reading ‘ალექსანდრე ნონეშვილი: რომაულ-კოლხური ურთიერთობანი ახ.წ. I-IV სს.’